გამოგვყევით

სტოკი - ლივერპული [პრევიუ]

კვირას, 19:00 საათზე, 2015-16 წლის ინგლისის პრემიერ ლიგის პირველ შეხვედრას სტოკ სიტი საკუთარ ბრიტანია სთედიუმზე ლივერპულს უმასპინძლებს.

მაშ ასე! იწყება მსოფლიო მაშტაბით საუკეთესო ლიგა, რაც პრემიერ ლიგის მოყვარულებს ძალიან ახარებს. რა დასამალია და ლივერპულისთვის ის ყველაზე გვიან იწყება, რადგან მერსისაიდელებს, ალბათ ისტორიის მანწილზე პირველად სწყურიათ ასე ძალიან მეტოქის სისხლი.

ბედის ირონიით, წითლებმა წინა სეზონის ბოლო მატჩი სწორედ ბრიტანია სთედიუმზე, სამარცხვინოდ წააგეს და ლივერპული რისი ლივერპული იქნება მშიერი მგელივით რომ არ უყურებდეს ცხვრის ფარას.

პირველ მატჩს და პირველ სამ ქულას თავი რომ დავანებოთ, წითლებს ბრწყინვალე მუხტი აქვთ იმისა, რომ შურის საგრძნობლად იძიონ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, როდესაც გუნდს დაემატნენ ისეთი დონის მოთამაშეები, როგორებიც არიან ჯეიმს მილნერი, ნათანიელ კლაინი, რობერტო ფირმინო, კრისტიან ბენტეკე და ა.შ.

ალბათ, ბრენდან როჯერსის დამოძღვრილ გუნდს პირველად აქვს ისეთი რთული გადაწყვეტილება მისაღები, თუ რომელმა ფეხბურთელებმა უნდა ითამაშონ ძირითად შემადგენლობაში. ზაფხულის საზაფხულო ტურნემ გვაჩვენა, რომ გუნდის თითოეული ფეხბურთელი ძალიან მოტივირებული და ბრწყინვალე ფორმაშია.

11 ფეხბურთელიდან ძირითადი შემადგენლობა მხოლოდ რამდენიმეს აქვს გარანტირებული. ესენი არიან: სიმონ მინიოლე, ნათანიელ კლაინი, მარტინ შკრტელი, ჯორდან ჰენდერსონი, ჯეიმს მილნერი, ფელიპე კოუტინიო და კრისტიან ბენტეკე.

ზემოთ ნახსენები ექვსი ფეხბურთელის გარდა, გუნდის შემადგენლობაში არიან ისეთებიც, რომლებსაც ტურნე ზემოხსენებულებთან მიმართებაში მათზე კარგად თუ არა, ნაკლებადაც არ ჩაუტარებიათ. ასეთები არიან ადამ ლალანა, ჯორდონ აიბი და ჯო გომესი.

მოკლედ, კარს რომ სიმონ მინიოლე დაიცავს ამაზე ლაპარაკი არ ღირს. მარჯვენა მცველის ფუნქცია ნათანიელ კლაინს აბარია, პირველი ცენრალური მცველი მარტინ შკრტელია. ბრენდან როჯერსის მისი მეწყვილეს მოძებნა მოუწევს. ასეთები არიან: დეიან ლოვრენი, მამადუ საკო და კოლო ტურე. როჯერსი ამ სამიდან ერთს აირჩევს.

დაცვის მარცხენა ფლანგზე, წესით ალბერტო მორენო უკონკურენციო უნდა ყოფილიყო, მაგრამ იმის ფონზე, რომ ზაფხულის კიდევ ერთმა ახალწვეულმა ჯო გომესმა საკმაოდ მაღალ დონეზე ჩაატარა ყველა შეხვედრა, ალბერტოს ადგილი ცოტა მორყეულია. ვნახოთ, რას გადაწყვეტს ამ შემთხვევაში ჩრდილო ირლანდიელი სპეციალისტი.

წესითა და რიგით მცველების წინ და ნახევარმცველების უკან ადგილი ემრე ჯანმა უნდა დაიკავოს, მაგრამ, ვინაიდან და რადგანაც არ ვიცით თუ რა ტაქტიკით დამოძღვრავს ბრენდანი თავის ბიჭებს, უმჯობესი იქნება თუ საყრდენი ნახევარდაცვის ფეხბურთელებად კაპიტან ჯორდან ჰენდერსონსა და ჯეიმს მილნერს თუ მოვიაზრებთ.

საყრდენების წინ რომ თავისუფალი მხატვარი ფელიპე კოუტინიო იქნება, ამაზე საუბარიც არ ღირს. ის ბრწყინვალედ ერგება გამთამაშებლის ფუნქციებს და ეს როჯერსზე უკეთესად არავინ იცის.

სავარაუდოდ, ყველაზე რთული გარემარბების ამორჩევა იქნება. ამ პოზიციაზე როჯერსს რობერტო ფირმინო, ადამ ლალანა და ჯორდონ აიბი ჰყავს, თუმცა ძირითადში ამ სამიდან მხოლოდ ორს მოუწევს თამაში.

და რაღა თქმა უნდა ფორვარდის სტატუსს კრისიტან ბენტეკე მიიღებს, რომელშიც წითლებმა კოლოსალური თანხა გადაიხადეს. თუმცაღა გამორიცხული არაა, რომ როჯერსმა რობერტო ფირმინო მას შეუწყვილოს და ტაქტიკაში გარკვეული ცვლილებები შემოგვთავაზოს.

ყოველშემთხვევაში ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ 9 აგვისტოს საღამოს 18:00 საათს დაველოდოთ და ძირითადი შემადგენლობა სწორედ მაშინ შევიტყოთ.

გუნდების ახალი ამბები


სტოკ სიტის კაპიტანი რაიან შოუქროსი არ ეყოლება, რომელიც ტრავმის გამო უკვე ორი თვეა უქმობს.

ტრავმის მხრივ გაწამებული იყო ბოიან კრკიჩიც, რომელიც კვირას შეიძლება გუნდს დაუბრუნდეს, მაგრამ გამორიცხული იქნება იგივე მარკო არნაუტოვიჩმა გააკეთოს. მას ბარძაყზე აქვს პრობლემები.

ლივერპული ტრიოს გარეშეა: ჯო ალენი, დანიელ სტარიჯი და ჯონ ფლანაგანი გუნდის ლაზარეთში იქნებიან.

შესაძლოა წითლების მხრიდან პრემიერ ლიგაში დებიუტი ჯო გომესს, ნათანიელ კლაინს, ჯო გომესს, ჯეიმს მილნერს და კრისტიან ბენტეკეს ჰქონდეთ. რობერტო ფირმინოს რაც შეეხება, მას ფიტნეს მომზადება კოპა ამერიკის გამო ჯერ-ჯერობით აკლია, ამიტომ შესაძლებელია, რომ როჯერსი მას პირველივე შეხვედრაში არ ენდოს.

მწვრთნელების შეხედულებები


მარკ ჰიუზი: ბოლო ორი წლის განმავლობაში საგრძნობლად გავძლიერდით და მინდა, რომ ეს კვლავ გაგრძელდეს. ჩვენი მიზანია, რომ სეზონის ბოლოს იმ ადგილზე ვიყოთ, რომელიც ევროპული ფეხბურთის თამაშის საშუალებას იძლევა. ახალწვეულებთან მუშაობის შემდეგ მივხვდი, რომ ისინი გაცილებით უკეთესნი არიან, ვიდრე ვფიქრობდი. ლივერპულთან რთული თამაში იქნება, მაგრამ გპირდებით, რომ ჩვენ ყველას გავაოცებთ.

ბრენდან როჯერსი: ჩვენს პირველ შეხვედრას საუკეთესოდ ვიწყებთ. მიხარია, რომ ეს გამოვიდა. რა თქმა უნდა ჩვენ ახლა იმაზე ბევრად ძლიერები ვართ, ვიდრე შარშან ვიყავით. იმ დღეს [6-1] გვაკლდა ყველაფერი, რაც კი შეიძლებოდა. ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა. გპირდებით, რომ წელს ვიქნებით ბევრად უფრო ძლიერები, ვიდრე შარშან ვიყავით.

ფაქტები



სტოკმა წინა სეზონში ლივერპულს 6-1 მოუგო და გააუმჯობესა თავისი რეკორდი პრემიერ ლიგაში.

ლივერპულისთვის კი ეს 52 წლის შემდეგ, პირველი უმძიმესი წაგება იყო.

ბრიტანიაზე ბოლო 3 შეხვედრიდან 19 გოლი გავიდა. აღსანიშნავია, რომ აქედან 12 მათგანი მასპინძლის ანგარიშზეა.

სტოკ სიტი


მიუხედავად იმისა, რომ წინა სეზონის დასაწყისში სტოკმა ტრანსფერებისთვის მხოლოდ £3.4 მილიონი ფუნტი დახარჯა, ის სეზონი მათთვის ყველაზე წარმატებული იყო. კარიერის განმავლობაში მათ პირველად დააგროვეს 54 ქულა, პირველად მოიგეს 15 თამაში და პირველად გაიტანეს 48 გოლი.

პოტერებმა გახსნითი მატჩში მხოლოდ ერთხელ მოიგეს - 2009-10 წელს ბარნლის წინააღმდეგ.

მათ ბოლო 11 მატჩში საკთარ მოედანზე მინიმუმ ერთი გოლი მაინც გაიტანეს. სტოკზე უკეთესი რეკორდი მხოლოდ ჩელსის აქვს, რომელმაც ეს 19-ჯერ გააკეთა.

ლივერპული


გახსნით მატჩში, ლივერპულს 44 ყვითელი ბარათი აქვს მიღებული, რაც "საუკეთესო" მაჩვენებლია ინგლისში.

მერსისაიდელებმა პირველ ტურში გოლის გატანა მხოლოდ სამჯერ ვერ მოახერხეს. ეს იყო 1992, 2005 და 2012 წლებში.

უკანასკნელი ორი სეზონის განმავლობაში რობერტო ფირმინომ გააკეთა იმაზე ბევრი პასი [21] ვიდრე რომელიმე ბრაზილიელმა ევროპის ტოპ 5 წამყვან ჩემპიონატში.



  • 7-08-2015, 20:41
  • Admin
  • სიახლეები
კომენტარის დაწერა
Your Name:*
E-Mail:
Security Code: *
Click on the image to refresh the code if it cannot be viewed

003 კარგიხარ ავტორ , ესეთი უნდა იყოს ამომწურავი პრევიუ , ბევრ სიურპრიზებს არც ველოდი რახან პირველი ტურის მატჩია :)) მოკლედ ხუთიანი რააა ;)
ადმინ სახელწოდებები და გუნდების სახელები ბრჭყალებში <3 <3 scarf

გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას :D ეპლ დაბრუნდა
როგორ მომნატრებია ეს მატჩისწინა პრევიუები. scarf

რევანშის ასაღებათ ამაზე კარგი დრო და ვითარება არ არსებობს. სტოკიდან წავიდა ბეგოვიჩი, რომელიც ნახევარ გუნდს უდრიდა, წავიდა ნზონზი რომელმაც გადაგვიარა ცენტრში იმ ავადსახსენებელ თამაშში, გუნდის კაპიტანი შოუქროსი დამტვრეულია. მეტი რაღა გინდათ, ჰა ბურთი და ჰა მოედანი.

ისედაც ნერვები მაქვს მოშლილი შკრტელის გამო და ნეტამც არ მინდა ბრიტანიადან 3 ქულით არ დაბრუნდე ბრენდან, კერხელის ნაპორით უნდა მოგასხა.
როგორ მომენატრა მეც ეს პრევიუები რა ,იმედია კარგად დავიწყებთ სეზონს და კარგადაც ჩავამტავრებთ ,დიდი იმედები არ მაქ ,ჩემპიონობას გამოვრიცხავ და ზუსტად ვცი რომ ვერ მოიგებს წელს ლივერპული პრემიერლიგას მარა ოთხეულში მაინც უნდა შევიდეთ და რამე თასი მოვიგოთ .
იმედია მოვიგებთ, მაგრად უნდა ვუბალეშიკო მარა პირველ წრეში თუ ცავვარდით და ეს გამოსირებული გაუშვეს ნაღდად არ მეწყინება არც სტოკთან და არც მანჩესტერთან წაგება
მოვიგებთ 3:1
7 ზეა ტუ 6 ზე თამაში ვერ გავიგე
მოვ*ცენზურა*ავთ სტოკს
როჯერსის *ცენზურა*ი დედას *ცენზურა* რეებს აკეტებს ეს *ცენზურა*ი აკცი@@@ უამრავი მიზეზიზ გამოა გასაჯმელი როჯერსი და მიკვირს ლივერპოოლელი გულშემატკივარი როგორ იტანს მაგ ახვარს@@@ როგორ შეიძლება 2 დღის მოსულ მილნერს ვიცე კაპიტნობა მისცე@@@ ყველას ლაპი გადაასხა მაგ ახვარმა@ ჯერ აგერი გაუშვა. მერე ჯერო. მერე სტოკტან 6 - 1 ბოლტონტან ბლექბერტან წაგება და სირ გუუნდებთან წაგება./.. 3 ი წელი უტიტულოდ და მეოთხე წელს... *ცენზურა* ტრანსფერები , მაგარი ცაჯმული თამაში..შეგაზიზღებს ლივეს ყურებას ქვეშაფსია ბავშვებივით რო დარბიან მოედანზე... თქვენ გგონიათ სუას და სტერლინგის წასვლა ვისი ბრალია? ლივე რო იდგენს თავის დონეზე რასაც გრანდი ქვია მაშინ არ წავიდნო0დნე სუა და სტერლინგი.. რატო წავიდა სტერლინგი / იმიტომ რო ლიგაზეა სიტი..არადა ლივეს იმხელა ისტორია აქვს რამხელაც სიტის ვერ დაესიზმრევბა და ეხლა ჩაჯმული როა აქ ლვეს იმიტო წავიდა სტერლინგი და ეს ვისი ბრალია თუარა როჯერსის და ნა*ცენზურა*არი მფლობელების...და თქვენ კიდე გევასაებათ როჯერსი ხომ DDD ამ წელსაც ჩაიჯვავს ლივე და კიდე უგულშემატკივრეთ როჯრრს.. მარა რომც მოიგოს თასები მთავარი ეგ არრაის... მთავარია რო კაცს კიდია წარსული. პატივს არ ცემს ლეგენდებს.. არც ფერბურტელებს ვინც დრესდრეობით თამაშობენ და ეგეთი აკცი ვერასდროს ვერ მოიგებს ვერაფგერს.. უბრალოდ ეხლა ვინც ჩამოყალიბდება ლივვეში ყველა წავა აქედან.. დამიჯერეთ როჯერსი თუარ წავა... 2 წელიწადსში კოუ წავა და ვინც რამეს მიაღწევს ყველა წავა იმიტომ რო ამ *ცენზურა*ბ ლივე სოუნსი გახადა ამის ........
ციტატა: OUTLAW
როჯერსის *ცენზურა*ი დედას *ცენზურა* რეებს აკეტებს ეს *ცენზურა*ი აკცი@@@ უამრავი მიზეზიზ გამოა გასაჯმელი როჯერსი და მიკვირს ლივერპოოლელი გულშემატკივარი როგორ იტანს მაგ ახვარს@@@ როგორ შეიძლება 2 დღის მოსულ მილნერს ვიცე კაპიტნობა მისცე@@@ ყველას ლაპი გადაასხა მაგ ახვარმა@ ჯერ აგერი გაუშვა. მერე ჯერო. მერე სტოკტან 6 - 1 ბოლტონტან ბლექბერტან წაგება და სირ გუუნდებთან წაგება./.. 3 ი წელი უტიტულოდ და მეოთხე წელს... *ცენზურა* ტრანსფერები , მაგარი ცაჯმული თამაში..შეგაზიზღებს ლივეს ყურებას ქვეშაფსია ბავშვებივით რო დარბიან მოედანზე... თქვენ გგონიათ სუას და სტერლინგის წასვლა ვისი ბრალია? ლივე რო იდგენს თავის დონეზე რასაც გრანდი ქვია მაშინ არ წავიდნო0დნე სუა და სტერლინგი.. რატო წავიდა სტერლინგი / იმიტომ რო ლიგაზეა სიტი..არადა ლივეს იმხელა ისტორია აქვს რამხელაც სიტის ვერ დაესიზმრევბა და ეხლა ჩაჯმული როა აქ ლვეს იმიტო წავიდა სტერლინგი და ეს ვისი ბრალია თუარა როჯერსის და ნა*ცენზურა*არი მფლობელების...და თქვენ კიდე გევასაებათ როჯერსი ხომ DDD ამ წელსაც ჩაიჯვავს ლივე და კიდე უგულშემატკივრეთ როჯრრს.. მარა რომც მოიგოს თასები მთავარი ეგ არრაის... მთავარია რო კაცს კიდია წარსული. პატივს არ ცემს ლეგენდებს.. არც ფერბურტელებს ვინც დრესდრეობით თამაშობენ და ეგეთი აკცი ვერასდროს ვერ მოიგებს ვერაფგერს.. უბრალოდ ეხლა ვინც ჩამოყალიბდება ლივვეში ყველა წავა აქედან.. დამიჯერეთ როჯერსი თუარ წავა... 2 წელიწადსში კოუ წავა და ვინც რამეს მიაღწევს ყველა წავა იმიტომ რო ამ *ცენზურა*ბ ლივე სოუნსი გახადა ამის ........

ჩემო ძმაო 222 კომენტარი გაქ და ყველაში როჯერსს აგინებ. მეც არ მომწონს და ხშირად ვამბობ რო არაა ჩვენი დონის მარა ჩემი საყვარელი გუნდის მთავარი მწვრთნელია და მაინც ვცდილობ რო სოციალური ქსელი იქნება თუ უბრალოდ ინტერნეთ სივრცე, გამამხნევებელი და იმედისმომცემი სიტყვები ვთქვა. ესე არ შეიძლება ჩვენ მანჩესტერის ფანები არ ვართ რა:)) მაკვირვებს აქ ხალხი... ზოგმა ვაფშე ნეტა სეზონი ჩავარდეს რო გუნდიდან გაუშვანო... იმაზე არ ფიქრობენ ტიპები რო თუ ეს სეზონი ჩავარდა მომავალ წელს როჯერსის დონის ტრენერი სანატრელი იქნება
ჩემი თანა მოაზრეა ამ საიტზე პრინცე
მილნერი რად უნდა იყოს კაპიტანი ვიცე
სტოკის მერე აღარ გვიდნა ბრენდანიკოს ცანცარი
მაგრამ მაინც შეგვაყარა ფანებს თვალში ნაცარი

ლივერპულში დარჩა ისევ მზაკვარი და მელა
ლეგენდები არ დაინდო უშვებს ნელა ნელა
ალბათ ბევრს აქ ვგონივარ როჯერიკოს მტერი
მილნერი რა შუაშია როცა არის შკრტელიი

თავს გავიდა დაგვიკიდა არ არსებობს ზღვარი?
აქ რომ იყოს ჩავაგდებიი აგერ არის მტკვარი
მოდით ძმებო ჩავადგეთ და მოვუწყოთ აქცია
გავაქციოთ საერთოდ კარნლოხელი მაქცია

მახსენდება ლივერპული მაგარი და ძველი
არც როჯერსის ფანი ვარ და არც მისი მცველი
წესიერად მოიქცეს და დაუჯეროს მასას
მერე მეც შვიყავრებ ალენსაც და მასაც

ეს რითმაში ჯდებოდა და გამომადგა თორე
ალენს მე რა შემაყვარებს არის სოფლის დონე
მოკლეთ სტოკთან მოიგონ ანგარიში დიდი
თორე აღარ ვიქნები ასე წყნარი მშვიდიი

მერე ალბათ სულ გავაფრენ აღარ ვაგებ პასუხს
ალბათ დარდის გასაქარვათ ჩავრთავ სტივის ას ბურთს
შემდეგ უნდა მაპატიოთ მე ცენზურის დარღვევა
გავბრაზდები დაიწყება ბბრენდას დედის გარღვევა
ციტატა: liverpool_fan
7 ზეა ტუ 6 ზე თამაში ვერ გავიგე

19 სტ რომელია ვერცნობ?
ლუკა, ჯერ ჟურნალისტი ხარ და შენ ხარ ვალდებული სახელწოდებები და გუნდების სახელები ბრჭყალებში ჩასვა, თუ ოდესმე ადმინი გახდები მერე შენც შეგიძლია გათამამდე ;) რაც შეეხება თამაშს, დასაწყისში გარკვევით წერია 19:00 საათი, მაგრამ შემადგენლობას 18:00 საათზე ვიგებთ ხოლმე ;) ასე რომ ჯერ შეგიძლიათ კარგად წაიკითხოთ ტექსტის შინაარსი და ზედმეტი კითხვებიც აღარ გაჩნდება :)
სტოკმა დიდი დანაკლისი განიცადა ამ ზაფხულს, მართალია ჯონსონი და აფელაი მივიდნენ მარა მათ დრო ჭირდებათ. ჩვენი ბევრად უფრო ძლიერი გუნდი ვართ ვიდრე ბოლო ეპლის შეხვედრაში ვიყავით, უკეთეს ფომრაში ვიმყოფებით და ყველა მოწადინებულია, მე ველი 2იანს ამ თამაშI:))
მოდი მათთვის ვინც არიცის ბევრი რამ ფეხბურთზე აგიხსნით!ვიცე კაპიტანი იმიტომაა მილნერი,რომ ინგლისელია და ეს არაა დასამალი ფაქტი..ჰენდერსონი რომ კაპიტანი გახდა იმ ფაქტმა რომ ინგლისელია გადამწყვეტი როლი ითამაშა..შკრტელს როჯერსი არდანიშნავს ვიცე კაპიტნად და კიდევ ინგლისური გუნდების მფლობელები მწვრთნელებს ყოველთვის თხოვენ გუნდში რაც შეიძლება მეტი ინგლისელი ფეხბურთელის ყოლას,ცნობისთვის!ასერომ ნუ გგონიათ რომ როჯერსზე მეტი იცით სასაცილოა უბრალოდ..ეს როჯერსის ხედვაა და ინგლისელებზე უნდა იყოს დამყარებული ინგლისური გუნდის მომავალი ეგ ნაკრებსაც წვდება და მოკლედ რა იმედია გაიგეთ ყველაფერი..
5-0 მაინც უნდა მოუგოთ
Что скажешь интересного мне сегодня

-----


покупка офиса
http://activator-windows-7.net/

-----

Интересный вопрос... вот тут есть на него ответ)))

-----


tricolortv tv вход в личный кабинет

-----

Какой расивый романс...)))

-----


сбербанк онлайн кабинет

-----

Почему тут такой аншлаг просмотров, вот же сайт

-----


госуслуги личный кабинет вход через снилс

-----

Какой досадный ты сеодня

-----


втб банк личный кабинет

-----

Как мило что сказали мне

-----


re-loader

შემოგვიერთდით FB - ზე

შემდეგი მატჩი

პრემიერლიგის ცხრილი

პრემიერლიგის ცხრილი

რომელი ახალწვეული მოგწონთ ყველაზე მეტად

 

ჩატი

File engine/modules/iChat/show.php not found.