გომესმა ძირითადზე ისაუბრა

გუშინ ბრიტანელმა ჟურნალისტმა ჯეიმს პირსმა, კვირას „სტოკთან“ გასამართ მატჩზე ისაუბრა. მისი განცხადებით გუნდის ახალწვეულები ჯო გომესი, კლაინი, მილნერი და ბენტეკე, აუცილებლად ძირითადში იქნებიან.
ამასთან დაგავშირებით ჩარლტონიდან 3.5 მილიონ ფუნტად ნაყიდმა, 18 წლის ჯომ მცირე კომენტარი გააკეთა:
-„ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო ჰელსინგში ძირითად გუნდთან ერთად თამაში, მაგრამ „სტოკთან“ მატჩამდე კვლავ დიდი დროა, მე თავდაუზოგავად ვშრომობ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მატჩში სასტარტო თერთმეტეულში ვიქნები. ასეთ შემთხვევაში მე ყველაფერს გავიღებ, რათა მაღალ დონეზე ჩავატარო შეხვედრა. გუნდში ბრწყინვალე გარემოა რაც პროგრესში აშკარად მეხმარება.“
შეგახსენებთ, რომ პრემიერ ლიგის პირველი ტური „ლივერპულისთვის“ კვირას აიღებს სტარტს. „მერსისაიდელები“ ბრიტანია სტადიუმს ეწვევიან, სადაც წინა სეზონის ბოლო ტურში საშინელი მარცხი იწვნიეს.
- 4-08-2015, 17:11
- ლუკა თურმანიძე
- სიახლეები / ტრანსფერები
შემოგვიერთდით FB - ზე
შემდეგი მატჩი

პრემიერლიგის ცხრილი
პრემიერლიგის ცხრილი
რომელი ახალწვეული მოგწონთ ყველაზე მეტად