გამოგვყევით

მელვუდი

მელვუდი – საფეხბურთო კლუბ „ლივერპულის“ საწვრთნელი ბაზა. მდებარეობს ქალაქ ლივერპულის გარეუბანში, აღმოსავლეთ დერბიში და წარმოადგენს „ლივერპულის“ საკუთერბას გასული საუკუნის 50–იანი წლებიდან. მელვუდს პირდაპირი კავშირი არ აქვს კლუბის აკადემიასთან, რომელიც კიორბიში მდებარეობს.

მელვუდი


ისტორია

ადრე ბაზა ეკუთვნოდა წმინდა ფრანცისკის სახელობის სკოლას და გამოიყენებოდა საფეხბურთო გაკვეთილებისთვის, რომელსაც ორი მასწავლებელი–მღვდელი მამა მელინგი და მამა ვუდლოკი ატარებდნენ. სწორედ ამ ორი გვარის შენაერთი წარმოადგენს ბაზის ამჟამინდელ სახელს „მელვუდი“.
1959 წელს, როდესაც „ლივერპულის“ სათავეში ბილ შენკლი მოვიდა, მელვუდი საშინელ მდგომარეობაში იყო. სწორედ შოტლანდიელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით განხორციელდა „მელვუდის“ მოდერნიზაცია, რომელმაც ბაზა ინგლისში მოწინავე რიგებში დააყენა. აქ შენკლიმ წარმოადგინა ვარჯიშის ახალი პრინციპი, რომლის დროსაც ფეხბურთელები 5–5 ზე თამაშობდნენ, ლეგენდარული სკოტის მთავარი პრინციპის გასააზრებლად : „მიეცი პასი და იმოძრავე“ (Pass and Move)
ტრადიციულად ფეხბურთელები იკრიბებოდნენ და იცვლიდნენ „ენფილდზე“, ხოლო შემდეგ გუნდის ავტობუსს ისინი გადაყავდა „მელვუდში“, ვარჯიშის შემდეგ უკან აბრუნებდა. ამით შენკლი დარწმუნებული იყო, რომ მის ფეხბურთელებს კარგად „გაუცივდათ“ გახურებული კუნთები, რაც ტრავმიანობას საგრძნობლად ამცირებს . შესაძლოა სწორედ ეს იყო 1965/1966 წლებში „ლივერპულის“ წარმატების საიდუმლო. შენკლიმ სეზონის განმავლობაში მხოლოდ 14 ფეხბურთელი გამოიყენა და აქედან ორს მხოლოდ რამოდენიმე მატჩის ჩატარება მოუწია.
ბაზის აღჭურვილობა გარემონტებული და გადაკეთებული იყო. ხის პავილიონი, აგურისად გადააკეთეს, მაგრამ ამის მიუხედავად ეპოქაში სადაც სავარჯიშო დარბაზების მრავალფეროვნებაა, „მელვუდი“ ვერ გამოიყურებოდა მოწოდების სიმაღლეზე, ამიტომ 1999/2000 წლებში მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ძველის რეკონსტრუქციას ჯობდა ახალი ბაზის აშენება.
2001 წელს „ლივერპულმა“ მუშაობა დაიწყო „ათასწლეულის პავილიონის“ შექმნაზე – თანამედროვე კომპლექსი ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის, შემუშავებული იქნა ჟერარ ულიეს მონაწილეობით. ფრანგი სპეციალისტი ასევე იყო პროქტის მთავარი სულისჩამდგმელი.


მელვუდი


მელვუდი დღეს

კომპლექსი ითვალისწინებს კონფერენს დარბაზსს, ოფისებს პერსონალისთვის, მენეჯერისთვის და მწვრთნელებისთვის, რამოდენიმე გასახდელს – მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებისთვის და მსაჯებისთვის, იმ შემთვევაში თუ აქ მატჩის ჩატარება დაიგეგმება. ტრავმირებულ ფეხბურთელებს შეუძლიათ აღდგენითი პროცესები გაიარონ ჰიდროთერაპიულ ბასეინში, რომელიც ფიზიოთერაპიულ კაბინეტში მდებარეობს. ასევე არის სპორტ დარბაზი.
რა თქმა უნდა ბაზა მხოლოდ წვრთნებისთვის არაა განკუთვნილი, აქ არსებობს დასვენებისთვის გამოყოფილი ზონება, უამრავი მოედანი ავტოგრაფების დასარიგებლად და სპეციალური დახურული ზონა მოწვეული მაყურებლისთვის.
შენკლის და პეისლის დროს „ენფილდის“ გულად ითვლებოდა „ბუტრუმი“ (ოთახი ბუცების გასაშრობად) სადაც იკრიბებოდნენ მწვრთნელები და განიხილავდნენ სხვადასხვა საკითხებს. ამჟამად მსგავსი პროცესი „მელვუდში“ მენეჯერის ოფისში ხდება.
„მელვუდში“ ვარჯიშები იწყება დილის 9 საათზე, ხოლო მეორე ვარჯიში საღამოს არის.


ბაზის მოწყობილობა


დარბაზი პრესკონფერენციებისთვის – ამ დარბაზში მწვრთნელი მართავს პრეს კონფერენციებს. თავდაპირველად ტელევიზიებისთვის, შემდეგ რადიოებისთვის და ბოლოს პრესისთვის.

გასახდელი

დასვენების ზონა – მელვუდის გეგმის შემუშავებისას აქცენტი გაკეთებული იქნა იმაზე, რომ ფეხბურთელებს კარგ სამუშაო გარემოში ეგრძნოთ თავი. გუნდის ხელმძღვანელებს არ სურდათ, რომ ფეხბურთელებს ვარჯიშის შემდგომვე დაეტოვებუინათ ბაზა, ამიტომ აქ არის, ჯაკუზი, ბილიარდის მაგიდები, მაგიდის ჩოგბურთი. თავისუფალი დროის ერთად გატარება ხელს უწყობს გუნდის ერთიანობას.

საცურაო აუზი

ფიზიოთერაპიის კაბინეტი – ბაზაზე მუშაობენ კვალიფიციური სამედიცინო სპეციალისტები, რომლებიც ზრუნავენ ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე.

ხელოვნურსაფარიანი მოედანი

სავარჯიშო მოედანი

სპორტ დარბაზი

სასადილო

ავტოგრაფების ზონა

ტაქტიკური მომზადების ოთახი


მელვუდი
კომენტარის დაწერა
Your Name:*
E-Mail:
Security Code: *
Click on the image to refresh the code if it cannot be viewed

იმის თავი აღარ მქონდა წესიერი სურათები მომეძებნა. yawn
მადლობა ავტორს ძალიან საინტერესო და კარგი სტატიისთვის 1
კაია კაია love
ძლაიან ინფორმაციული სტატია იყო მადლოაბ:)
გაიხარე ავტორ კარგი ნამუშევარია :*
საჭირო ინფორმაციაა
მაგარია

შემოგვიერთდით FB - ზე

შემდეგი მატჩი

პრემიერლიგის ცხრილი

პრემიერლიგის ცხრილი

რომელი ახალწვეული მოგწონთ ყველაზე მეტად

 

ჩატი

File engine/modules/iChat/show.php not found.