ემბლემის ისტორია

მითიური ფრინველი "ლაივერი" უკვე ასწლეულზე მეტია რაც ითვლება საფეხბურთო გუნდის და ქალაქის სიმბოლოდ.
პირველად "ლაივერი" , რომელიც ქალაქის ღერბზე იყო გამოსახული, გუნდმა 20-იან წლებში გამოიყენა გუნდის კონვერტებზე. ოდნავ მოგვიანებით 1922 წელს "ლაივერი" გუნდის დროშაზე იქნა გადატანილი ჩემპიონობის საპატივცემულოდ. 1935 წლიდან აღბეჭდილი იყო , მატჩის პროგრამის გარეკანზე.

ორი ათწლეულის შემდეგ "ლაივერიანი" ემბლემა გამოსახული იქნა გუნდის მაისურებზე, პირველად ეს 1950 წელს მოხდა, ინგლისის თასის ფინალში გასვლასთან დაკავშირებით. ეს იყო გუნდის პირველი ვიზიტი ქვეყნის მთავარ არენა "უემბლიზე". იმ მომენტში კლუბისთვის ეს იყო უმნიშვნელოვანესი მომენტი. თეთრი ემბლემა "ლაივბერდის" გამოსახულებით, რომელიც კვარცხლბეკზე დგას, ჩასმულ იქნა წითელ ფარში.

მომდევნო 5 წლის განმავლობაში მსგავსი ფორმა გამოიყენებოდა ზოგიერთ გასვლით შეხვედრებში, ხოლო 1955-56 წლების სეზონის შუაში ემბლემა პირველად იქნა გამოყენებული საშინაო შეხვედრაშიც, მაგრამ დიზაინმა გარკვეული ცვლილებები განიცადა: "ლაივბერიდი" რომელიც კვარცხლბეკზე იდგა წითლად იყო შეფერილი, თეთრი ოვალის ფონზე, პლიუს დამატებული იქნა კლუბის ინიციალები.

ღერბის ახალი ვარიანტის შექმნის თარიღი დღემდე სადავო საკითხია საფეხბურთო ისტორიკოსებს შორის, მათი უმეტესობა ემხრობა 1955 წლის ნოემბერს, როდესაც "ლივერპულმა" "ელან როუდზე" 2-4 წააგო "ლიდსთან". ახალი ღების საშინაო პრეზენტაცია ზუსტად ერთი კვირის შემდეგ "ფულჰემთან" მატჩის წინ გაიმართა. (7-0)

ემბლემის მსგავსი ვარიანტი გამოიყენებოდა 14 წელი, რომლის განმავლობაშიც სათამაშო ფორმა მთლიანად გახდა წითელი.

გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ 1965 წელს ინგლისის თასის ფინალისთვის იქნა დაშვებული. "უემბლიზე" "ლივერპულმა" დონ რივის "ლიდსი" 2-1 დაამარცხა ჰანტისა და სენტ ჯონის გოლების წყალობით. სპეციალურად ამ მატჩისთვის დამზადებული იქნა მაისურები, რომლებზე "ლაივბერდი" ხელით იყო ამოქარგული.

1969 წელს ემბლემის დიზაინი გამარტივდა და პირველად "ლაივბერდი" გამოსახული იყო თეთრი ოვალური ფონის გარეშე. პირველი მატჩი, რომელიც "ლივერპულმა" ამ ემბლემით ჩაატარა იღბლიანი გამოდგა. "მერსესაიდელებმა" ჩელსი" 4-1 გაანადგურეს.

მომდევნო 2 ათწლეულის განმავლობაში, რომლის განმავლობაშიც "ლივერპული" დომინანტი იყო როგორც ინგლისში ისე კონტინენტზე, ემბლემას ცვლილება არ განუცდია. ერთადერთი ცვლილება იყო გუნდის ფორმის ფერი. 1976-77 და 1985-86 თეთრი ფერი შეიცვალა ყვითლით.

კიდევ ერთი გამონაკლისი, ჩემპიონთა თასის ფინალისთვის მოხდა 1977 წელს. ემბლემის ირგვლივ ამოქარგული იყო გუნდების სახელები და თარიღი.

1987 წლის ზაფხულში გუნდში კარდინალური ცვლილებები მოხდა: გუნდიდან წავიდა იან რაში, ნაყიდი იქნენ ჯო ბარნსი და პიტერ ბირდსლი. პირველად კლუბის ოფიციალური ღერბი, რომელიც 1970-ი წლიდან გამოიყენებოდა ადმინისტრაციული მიზნებისთვის, გახდა სათამაშო ფორმის მთავარი ელემენტი. "ლაივბერდი" კვლავინდებურად დარჩა ემბლემის მთავარ ფიგურად, ხოლო ფონათ გამოყენებული იქნა ფარი. ასევე ამოღებული იქნა კლუბის ინიციალები. ახალმა შემტევებმა "ლივერპული" მიღწეულ სიმაღლეზე დატოვეს, ამიტომ ეს ემბლემა გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდთან ასოცირდება.

1992 წელს გუნდმა აღნიშნა 100 წლის იუბილე. ამ დღის აღსანიშნავად ემბლემა კვლავ იქნა მცირედით შეცვლილი. ზომაში შემცირებული "ლაივბერდი" კვლავინბურად დარჩა ანსამბლის მთავარ ელემენტად. ამის შემდეგ ღერბმა მცირედი ცვლილებები განიცადა: გარკვეული პერიოდით ემბლემა სათამაშო ფორმის შუაში გადაიტანეს და გასვლით და ევროთასების შეხვედრებში უცვლიდნენ ფერებს.

სპეციალურად ფინალური მატჩებისთვის 2001, 2003, 2005, 2006, 2007 და 2012 წლებში მზადდებოდა ფორმების სპეციალური კომპლექტი, რომელზეც ემბლემის გარდა გამოსახული იყო ამაყად მდგარი "ლაივბერდი".

მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" 70-80იან წლებში არსებული ემბლემა დაიბრუნა, რომელიც გუნდის ოქროს ხანასთან ასოცირდება.

სურათზე გამოსახულია გუნდის კაპიტანი ფილ ტეილორი, რომელიც თავის თანაგუნდელებს წარადგენს ინგლისის მეფეს გეორგი VI-ს.
მომდევნო 5 წლის განმავლობაში მსგავსი ფორმა გამოიყენებოდა ზოგიერთ გასვლით შეხვედრებში, ხოლო 1955-56 წლების სეზონის შუაში ემბლემა პირველად იქნა გამოყენებული საშინაო შეხვედრაშიც, მაგრამ დიზაინმა გარკვეული ცვლილებები განიცადა: "ლაივბერიდი" რომელიც კვარცხლბეკზე იდგა წითლად იყო შეფერილი, თეთრი ოვალის ფონზე, პლიუს დამატებული იქნა კლუბის ინიციალები.

ღერბის ახალი ვარიანტის შექმნის თარიღი დღემდე სადავო საკითხია საფეხბურთო ისტორიკოსებს შორის, მათი უმეტესობა ემხრობა 1955 წლის ნოემბერს, როდესაც "ლივერპულმა" "ელან როუდზე" 2-4 წააგო "ლიდსთან". ახალი ღების საშინაო პრეზენტაცია ზუსტად ერთი კვირის შემდეგ "ფულჰემთან" მატჩის წინ გაიმართა. (7-0)

სურათზე გამოსახულია ბილი ლიდელი
ემბლემის მსგავსი ვარიანტი გამოიყენებოდა 14 წელი, რომლის განმავლობაშიც სათამაშო ფორმა მთლიანად გახდა წითელი.

გამონაკლისი მხოლოდ ერთხელ 1965 წელს ინგლისის თასის ფინალისთვის იქნა დაშვებული. "უემბლიზე" "ლივერპულმა" დონ რივის "ლიდსი" 2-1 დაამარცხა ჰანტისა და სენტ ჯონის გოლების წყალობით. სპეციალურად ამ მატჩისთვის დამზადებული იქნა მაისურები, რომლებზე "ლაივბერდი" ხელით იყო ამოქარგული.

1969 წელს ემბლემის დიზაინი გამარტივდა და პირველად "ლაივბერდი" გამოსახული იყო თეთრი ოვალური ფონის გარეშე. პირველი მატჩი, რომელიც "ლივერპულმა" ამ ემბლემით ჩაატარა იღბლიანი გამოდგა. "მერსესაიდელებმა" ჩელსი" 4-1 გაანადგურეს.

ფოტოზე გამოსახულია ლარი ლოიდი
მომდევნო 2 ათწლეულის განმავლობაში, რომლის განმავლობაშიც "ლივერპული" დომინანტი იყო როგორც ინგლისში ისე კონტინენტზე, ემბლემას ცვლილება არ განუცდია. ერთადერთი ცვლილება იყო გუნდის ფორმის ფერი. 1976-77 და 1985-86 თეთრი ფერი შეიცვალა ყვითლით.

კიდევ ერთი გამონაკლისი, ჩემპიონთა თასის ფინალისთვის მოხდა 1977 წელს. ემბლემის ირგვლივ ამოქარგული იყო გუნდების სახელები და თარიღი.

1987 წლის ზაფხულში გუნდში კარდინალური ცვლილებები მოხდა: გუნდიდან წავიდა იან რაში, ნაყიდი იქნენ ჯო ბარნსი და პიტერ ბირდსლი. პირველად კლუბის ოფიციალური ღერბი, რომელიც 1970-ი წლიდან გამოიყენებოდა ადმინისტრაციული მიზნებისთვის, გახდა სათამაშო ფორმის მთავარი ელემენტი. "ლაივბერდი" კვლავინდებურად დარჩა ემბლემის მთავარ ფიგურად, ხოლო ფონათ გამოყენებული იქნა ფარი. ასევე ამოღებული იქნა კლუბის ინიციალები. ახალმა შემტევებმა "ლივერპული" მიღწეულ სიმაღლეზე დატოვეს, ამიტომ ეს ემბლემა გუნდის ერთ-ერთ საუკეთესო პერიოდთან ასოცირდება.

1992 წელს გუნდმა აღნიშნა 100 წლის იუბილე. ამ დღის აღსანიშნავად ემბლემა კვლავ იქნა მცირედით შეცვლილი. ზომაში შემცირებული "ლაივბერდი" კვლავინბურად დარჩა ანსამბლის მთავარ ელემენტად. ამის შემდეგ ღერბმა მცირედი ცვლილებები განიცადა: გარკვეული პერიოდით ემბლემა სათამაშო ფორმის შუაში გადაიტანეს და გასვლით და ევროთასების შეხვედრებში უცვლიდნენ ფერებს.

სპეციალურად ფინალური მატჩებისთვის 2001, 2003, 2005, 2006, 2007 და 2012 წლებში მზადდებოდა ფორმების სპეციალური კომპლექტი, რომელზეც ემბლემის გარდა გამოსახული იყო ამაყად მდგარი "ლაივბერდი".

მიმდინარე სეზონში "ლივერპულმა" 70-80იან წლებში არსებული ემბლემა დაიბრუნა, რომელიც გუნდის ოქროს ხანასთან ასოცირდება.

- 16-04-2014, 13:24
- გიორგი ლომიძე
- სიახლეები
შემოგვიერთდით FB - ზე
შემდეგი მატჩი

პრემიერლიგის ცხრილი
პრემიერლიგის ცხრილი
რომელი ახალწვეული მოგწონთ ყველაზე მეტად
ჩატი
File engine/modules/iChat/show.php not found.