გამოგვყევით

ბიტლზი და "ლივერპული" – სიმართლე

ბიტლზი ინგლისური როკ ჯგუფი იყო, რომელიც მერსისაიდის ქალაქ ლივერპულში შეიქმნა 1960 წელს. ჯგუფმა განსაკუთრებულ წარმატებას ოთხეულის, ჯონ ლენონის, პოლ მაკარტნის, ჯორჯ ჰარისონის და რინგო სტარის, სახით მიაღწია. პოპულალურ ოთხეულზე ზეგავლენა 1950–იანი წლების როკ–ენ–როლმა იქონია, თუმცა არსებობის არც თუ ისე ხანგრძლივ პერიოდში ჯგუფის რეპერტუარი პოპ ბალადებიდან ფსიქოდელიურ და მძიმე როკამდეც კი შეიცვალა, რასაც თან სდევდა კლასიკური ელემენტებისა და ინოვაციური გზების იდეალური შერწყმა. “ბიტლზის” წარმოუდგენელი პოპულარობა 1960–იანი წლების დასაწყისში “ბიტლომანიაში” აისახა, თუმცა მოგვიანებით მათმა სიმღერებმა სოფისტური დატვირთვაც შეიძინა, რამაც ჯგუფი იმ დროის სუბკულტურული და კონტრკულტურული რევოლუციების გმირად აქცია.

1960 წლიდან ჯგუფი სამი წლის მანძილზე მხოლოდ ლივერპულის და ჰამბურგის პაბებში გამოსვლას სჯერდებოდა, სადაც ბიტლზმა რეპუტაცია მოიპოვა. მათი ამხელა პოპულრაობა გარკვეულწილად მენეჯერის, ბრაიან ეპშტეინისა და პროდიუსერ ჯორჯ მარტინის დამსახურებაცაა. დიდ ბრიტანეთში ბიტლზმა პოპულარობა მისი პირველი ჰიტით “Love Me Do”–თი მოიპოვა. ამის შემდეგ ეწოდა ბრიტანეთში ჯგუფს "Fab Four" და ამის შემდეგ დაიწყო ცნობილი ბიტლომანია, რომელმაც წლები გასტანა. უკვე 1964 წლის დასაწყისში ბიტლზმა საერთაშორისო არენაზეც დიდ წარმატებებს მიაღწია და მსოფლიო მუსიკის ბრიტანელ დამპყრობელთა პიონერიც გახდა. 1965 წლიდან ჯგუფმა მეტი და მეტი კრიტიკოსი გააჩუმა ახალი ალბომებით სადაც უამარავი ინოვაციური დეტალი შეიტანა და ყველა წარმატებით. ბიტლზი 1970 წელს დაიშალა, თუმცა მას შემდეგ ჯგუფის თითოეულ წევრს წარმატებული მუსიკალური სოლო კრაიერა ჰქონდა. 1980 წლის დეკემბერში ლენონს ესროლეს და მოკლეს, 2001 წლის ნოემბერში ჰარისონი ფილტვების სიმსივნით დაიღუპა. მაკარტნი და რინგო კი კვლავ აგრძელებენ მუსიკალურ მოღვაწეობას.

RIAA(ამერიკის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ასოციაცია)–ის მიხედვით ბიტლზი დღემდე ყველაზე გაყიდვად ჯგუფად რჩება ამერიკაში 177 მილიონი გაყიდული ალბომით. ბრიტანეთის ჩარტში მათზე მეტი ლიდერი ალბომი არავის ჰქონია და მათზე მეტი სინგლი ჯერ არავის გაუყიდია. ჟურნალ Billboard–ის 2008 წლის სიაში ჯგუფი პირველ ადგილს იკავებს ყველა დროის ყველაზე წარმატებულ შემსრულებლებს შორის. 2014 წლისთვის მსოფლიოს საუკეთესო 100 სიმღერის ჩარტში ლივერპულული ოთხეულის რეპერტუარიდან, რეკორდული, 20 სიმღერა შედის. ჯგუფს 10 გრემი და ერთი ოსკარი აქვს მოპოვებული. ჟურნალ Time-ის ცნობით ბიტლზი მეოცე საუკუნის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის ყველაზე გაყიდვადი ჯგუფია, რომელსაც მთელ მსოფლიოში 600 მილიონ ალბომზე მეტი აქვს გაყიდული. 2004 წელს ჟურნალმა Rolling Stone–მა ბიტლზი ყველა დროის საუკეთესო შემსრულებლად დაასახელა.

ბიტლზი და "ლივერპული" – სიმართლებიტლზს დღემდე უამრავი მსმენელი ყავს(მეც, მათ შორის) და ბევრისთვის ალბათ წარმოუდგენელია “ბიტლზი” ჩვენი გუნდის მხარდამჭერი რომ არ იყო, წარმოუდგენელია ოთხი სკაუზერი და არცერთი კოპიტი, მაგრამ სიმართლე ასეთია – არც ლენონს, არც მაკარტნის, არც ჰარისონს და არც რინგოს ფეხბურთი არ აინტერესებდათ.

დავიწყოთ ჰარისონიდან, რომელმაც ერთ დროს ძალიან მარტივად ყველას გაგვიმხილა, რომ ფეხბურთი საერთოდ არ ადარდებდა. “ლივერპულში სამი გუნდია, მე ყველას მეოთხე მირჩევნია.”–თქვა ჰარისონმა.

ფეხბურთთან და "ლივერპულთან" ყველაზე ახლოს პოლ მაკარტნი იყო. პოლის მთელი ოჯახი “ევერტონის” მხარდამჭერი იყო და ერთ დროს გავრცელდა ცნობები, რომ პოლი 1968 წლის ასოციაციის თასის ფინალსაც დაესწრო, თუმცა ამ ფინალში არც “ლივერპული” და არც “ევერტონი” არ გამოდიოდნენ. ამასთან პოლის ცოლი, ლინდა იხსენებდა, როგორ დაჯდებოდნენ ტელევიზორის წინ მთელი ოჯახით და როგორ უყურებდნენ "ლივერპულის" თამაშებს ჩემპიონთა თასზე ახალი ღვინის თანხლებით.

ჯონის მამა “ლივერპულის” ფანი იყო. ლენონის დაწერილ სიმღერაში “Dig It” მეტ ბასბის(30–იანებში მერსისაიდის წითელ ელიტაში ეს სახელი ქუხდა) სახელი ჟღერს, Sergeant Pepper–ის ყდაზე კი კიდევ ერთი წითელის ალბერტ სტაბინსის ცვილის ფიგურა ჩანს, თუმცა მაინც არავის სჯერა, რომ ლენონს ფეხბურთი დიდად ადარდებდა და რეალურად ასეც იყო, მიუხედავად იმისა, რომ 9 წლის ასაკში ჯონი ფეხბურთის თემაზე ხატავდა ხოლმე და მის ერთ–ერთ სოლო ალბომის ყდაზე საკუთარი ბავშვობის ნახატიც მოხვდა, სადაც საფეხბურთო მატჩია ასახული.

რინგო ბავშვობაში “არსენალის” ფანი იყო, მაგრამ ესეც მხოლოდ იმის გამო რომ მის ლონდონელ მამობილს რინგო მხოლოდ “არსენალის” თამაშებზე დაჰყავდა. ისიც ცნობილი ფაქტია, რომ დღეს რინგოს შვილებს ენფილდზე აბონიმენტები აქვთ შეძენილი.

საბოლოო ჯამში კი ასეთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: როგორც ჩანს ყველა ინგლისელი ფეხბურთის გულშემატკივარი ვერ იქნება და არც ბიტლზის წევრებს არ ქონიათ ფეხურბთისადმი ფანატური დამოკიდებულება. ფეხბურთი, ეს ის იყო რაც იმ დროს ინგლისში ძალიან ბევრს მართლა ადარდებდა და უყვარდა, ასე რომ მეტნაკლებად ფეხბურთს მათ მუსიკალურ და პირად ცხოვრებაზე გავლენა ქონდა, თუმცა მხოლოდ ზედაპირული.

ბიტლზი და "ლივერპული" – სიმართლე
კომენტარის დაწერა
Your Name:*
E-Mail:
Security Code: *
Click on the image to refresh the code if it cannot be viewed

ბიტლზი - აი ეს იყო მოვლენა love
დღეს ძაან კაი სტატიები იდება! :** ყოჩაღ, ყოჩაღ.......ესე გააგრძელეთ smile
კარგი სტატიაა და სიმართლეც :)) მე მაინც მჯერა რომ ლენონი ლივერპულს ბალეშიკობდა ცოტათი მაინც
ვოლკი ხარ გიოოოოოო! დღეს მართლა მაგარ ნიუსებს ვდებთ!!!
ბაზარი არაა მაგრამ PINK FLOYD სადაცაა იქ ესენი ვინები არიან ? :დ
me ufro metals vusmen da amat na*ცენზურა*bad, magram faqtia uzlieresi jgufi iyo da aris..
ძალიან მაგარი სტატიაა, მე ვიცოდი რო არც ერთი არ იყო ლივპერულსი ფანი მარა საერთოდ ფებხურთი თუ არ აინტერესებდათ ეგ არ მეგონა
ჰეი იუ :D
Цитата: johnson
ბაზარი არაა მაგრამ PINK FLOYD სადაცაა იქ ესენი ვინები არიან ? :დ
inglisi rockis samshobloa:):):)

ბიტლზები კარგია მაგრამ მე მაინც:):) ზეპელინები, განზები, ბლექ საბატი, როლინგ სტოუზი, დორსები და ეგეთები მირჩევნია
Цитата: johnson
ბაზარი არაა მაგრამ PINK FLOYD სადაცაა იქ ესენი ვინები არიან ? :დ

ოოო გუგა ძალიან ცუდ რამეს ამბობს, ბიტლზის და პინკ ფლოიდის შედარება როგორ შეიძლება, ფლოიდი სულ სხვა სამყაროა, მაგრამ ბიტლზს ჯერ თავის მუღამი აქვს თუნდაც ბალადებში და მერე ელვისიდან ჰარდ როკამდე ბითლზმა გაკაფა გზა, იყო როლინგ სტოუნსი მაგრამ სტოუნსი სულ ბიტლზის და ჯაგერი სულ ლენონის ჩრდილქვეშ იყო wink ნუ კი იქით ამერიკაში იყვნენ ჰენდრიქსი დორსი და სხვები მაგრამ როკი ასე რომ განვითარდა ბიტლზის უდიდესი დამსახურებაა, ფლოიდმა მერე უბრალოდ საკუთარი სამყარო შექმნა, ხანდახან ვოტერსი და გილმორი სულაც უცხო პლანეტელბი მგონია, განსაკუთრებით ბარეტი wink მოკლედ ფლოიდს და ბიტლზს ნუ შეადარებ ორივეს თავის მუღამი აქვს და რომელს მოუსმენ შენი გემოვენბის ამბავია
ბიჭოო და სლუხია თუ ევერტონის ფანია მაკკარტნი ?!
Цитата: johnson
ბაზარი არაა მაგრამ PINK FLOYD სადაცაა იქ ესენი ვინები არიან ? :დ


ძალიან ცუდი შედარებაა, სად ბითლზი და სად პინკ ფლოიდი belay
კაით რაიყო ნუ ჩამქოლეთ :დ არ შემიდარებია :დ უბრალოდ ძაან მომწონს ბიტლზი მეთქი ვერ ვიტყვი. ვაახ. მეც მეტალი მომწონს. belay
როკ მუსიკის პიონერები იყვნენ, მუსიკაში პირველებმა შეიტანეს როკის შტრიხები ამიტომ დასაფასებელი და პატივსაცემი ჯგუფია. მაგრამ მე უფრო მძიმე მუსიკას ვანიჭებ უპირატესობას, რატომღაც არასდროს არ მიჩნდება სურვილი ბიტლზებს ვუსმინო, მოსაწყენია ჩემთვის. ლივერპულში ჩამოყალიბებულ ბენდებს რაც შეეხება არის ასეთი უძლიერესი ჯგუფი ANATHEMA, ვინც არ იცით გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ.
ხოდა სირები ყოფილან გემოვნებით, ხო იცი ეს სისეთი პონტია ხელოვანი ხალხს ფეხბურთი კიდიათ, ესენი იყვნენ ღმერთები ხალხითვის და ამათ სულ ეკიდატ ფეხბურთი.
Цитата: გიორგი ყუშიტაშვილი
Цитата: johnson
ბაზარი არაა მაგრამ PINK FLOYD სადაცაა იქ ესენი ვინები არიან ? :დ

ოოო გუგა ძალიან ცუდ რამეს ამბობს, ბიტლზის და პინკ ფლოიდის შედარება როგორ შეიძლება, ფლოიდი სულ სხვა სამყაროა, მაგრამ ბიტლზს ჯერ თავის მუღამი აქვს თუნდაც ბალადებში და მერე ელვისიდან ჰარდ როკამდე ბითლზმა გაკაფა გზა, იყო როლინგ სტოუნსი მაგრამ სტოუნსი სულ ბიტლზის და ჯაგერი სულ ლენონის ჩრდილქვეშ იყო wink ნუ კი იქით ამერიკაში იყვნენ ჰენდრიქსი დორსი და სხვები მაგრამ როკი ასე რომ განვითარდა ბიტლზის უდიდესი დამსახურებაა, ფლოიდმა მერე უბრალოდ საკუთარი სამყარო შექმნა, ხანდახან ვოტერსი და გილმორი სულაც უცხო პლანეტელბი მგონია, განსაკუთრებით ბარეტი wink მოკლედ ფლოიდს და ბიტლზს ნუ შეადარებ ორივეს თავის მუღამი აქვს და რომელს მოუსმენ შენი გემოვენბის ამბავია

გეთანხმები მაგრამ ზეპელინები არ დაივიწყოთ:):):) ისინი დგესაც პირველები არიან:):):) კურტ კობეინს რომ თავი არ მოეკლა... ის დგეს ლენონზე გაცილებით დიდი მუსიკოსი იქნებოდა:):):)

გუგას ვეთანხმები:):):) ქვინის დავიწყებაც არ შეიძლება :):):) ლეგენდარული მერკური. ვგიჯდები მის ნამღერზე
gadaobt ? ra kurt cobaini ? eg tqven raimed migachniad ? ... chemtvis MetallicA MegadetH iron maiden scorpions da slpiknotia.. axali taobidan avenged sevenfoldze mekteeba :D
Цитата: gio loma
gadaobt ? ra kurt cobaini ? eg tqven raimed migachniad ? ... chemtvis MetallicA MegadetH iron maiden scorpions da slpiknotia.. axali taobidan avenged sevenfoldze mekteeba :D

slipknoti და mettalica mec magari mevaseba magram :):) iron madens gacilebit jobs black sabbati
პირადად ჩემთვის პინკ ფლოიდი არის ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელი,საერთოდ ახალი რაღაც შექმნეს იმ პერიოდში და რასაც ისინი აკეთებდნენ 70იანებში კონცერტებისას და რა შოუებსაც დგამდნენ,დღეს ბევრი ვერ მოახერხებს დღEვანდელი ტექნოლოგიებიდან გამომდინარეც კი ,მუსიკაზე აღარაფერს ვიტყვი, ბარეტის ფსიქოდელიიდან დაწყებული და მერე ვოტერსის საოცარი ტექსტებით გაგრძელებული და გილმორის შესრულებით, ბიტლებს ვაფასებ იმიტო რო მაგათი დაწყებული როკტალღა ზოგადად,თორე იმ დონის შესრულებისთვის ნაღდად არ მიუღწევიათ რასაც იგივე პინკ ფლოიდმა,ან ლედ ზეპელინმა მიაღწია ))
"make love not war! that's all what we saying!"


კარგია ასეთი სტატია რომ გვაქვს საიტზე )) ნუთუ ჩვენმა თაობამაც არ იცის ვინ არიან ეს ტიპები? უფრო სწორად მათი ფაქტობრივი ცოდნა რა შუაშია, რა გააკეთეს რას ცდილობდნენ? რამდენმა ვიცით? ძალიან ზანტი ერი ვართ. არავინ უსმენს თუ რას ამბობდნენ ისინი.ჩემთვის მუსიკა მათით არ დაწყებულა და ალბათ იმ დროში დაბადებულეის გარდა ვერავინ შევიგრძნობთ ისე როგორც ამას ჩვენი მშობლების თაობა გრძნობდდა; თუმცა პატივს ვცემ, რადგან ცხოვრების ის წესი დანერგეს რომელიც ჩვენ ასე ძალიან მოგვწონს. სექსუალური რევოლუციით დაწყებული მსოფლიო გარდატეხამდე მივიდა სრული აფეთქება და ახლის შენება დაიწყეს; მადლობა მათ ))

Prince
ანათემას ფსიქედელიურ თრექებს ვუსმენ, განსაკუთრებით ორი თრექი ამოვიჩემე მაგარია; ეგენიც ლივერპულიდან არიან და ენფილდზეც ქონდათ კონცერტი

უაზრობად მეჩვენება ფინქ ფლოიდის და დორსის შედარება, მითუმეტეს განს ნ როუზის მათ გვერდით დაყენებაც... პრინციპში საქართველოში ეს უკვე პაპსად იქცა; მარა არ მინდა ვიდაოთ; სასიამოვნოა "ძველი ბიჭის" და ბმვ ში მოსასმენ მუსიკას რომ ცდები ზოგადად; ლივერპულის ქომაგი 1

გიორგი ყუშიტაშვილი
ჯაგერზე ნუ იტყვი მაგას :დ პირველმა დაიწყო მასის წინააღმდეგ ბრძოლა; კონტრკულტურული რევოლუცია მარტომ დაიწყო და წარმოიდგინე რამხელა წინააღმდეგობა ჰქონდა; აი საქართველოში რომ ჰომოფობიას ხმამაღლა გმობდე და ცოფიან მღვდლებს + მთელი მართლმადიდებილი რუსეთი რო გებრძოდეს feel ეს ისე შესადარებლად; ჰიპები საუკენეებია არსებობენ მაგრამ აქტუალური როგორც მოძრაობა ამერიკაში სწორედ ამ კონტრკულტურული რევოლუციის დროს გახდა; Woodstock ეს იყო გარდამტეხი; ფილმიც არის და გირჩევდით ყველას ამის ნახვას.

ისე დაწერეთ ვინ რას უსმენთ ქართველო სკაუზერებო! საინტერესოა ძალიან )) 1
Metallic-m thrash chauyara safuzveli da umagresia magati naluboi simgera...floyds adre vusmendi mara exa na*ცენზურა*bad
Here comes the sun 1
Цитата: beini
ხოდა სირები ყოფილან გემოვნებით, ხო იცი ეს სისეთი პონტია ხელოვანი ხალხს ფეხბურთი კიდიათ, ესენი იყვნენ ღმერთები ხალხითვის და ამათ სულ ეკიდატ ფეხბურთი.


არ არის ეგრე, ბრიტანეთში ყველას ძალიან უყვარს ფეხბურთი, ბითლზზე ისტორიები არ ვიცი, მაგრამ პინკ ფლოიდს რაც შეეხება სიმღერა fearless თუ არ მოგისმენია ეხლა მოუსმინე, სიამაყით აღივსები :)) ან თუ გინდა ოაზისი აიღე, სიტის ფანები არიან და ქინქლაძეს რომ შეხვედროდნენ ლაივი დააგვიანეს ხალხს ალოდინეს.. რავი რა ბევრი მაგალითია.

Цитата: syd barrett
პირადად ჩემთვის პინკ ფლოიდი არის ყველა დროის საუკეთესო შემსრულებელი,საერთოდ ახალი რაღაც შექმნეს იმ პერიოდში და რასაც ისინი აკეთებდნენ 70იანებში კონცერტებისას და რა შოუებსაც დგამდნენ,დღეს ბევრი ვერ მოახერხებს დღEვანდელი ტექნოლოგიებიდან გამომდინარეც კი ,მუსიკაზე აღარაფერს ვიტყვი, ბარეტის ფსიქოდელიიდან დაწყებული და მერე ვოტერსის საოცარი ტექსტებით გაგრძელებული და გილმორის შესრულებით, ბიტლებს ვაფასებ იმიტო რო მაგათი დაწყებული როკტალღა ზოგადად,თორე იმ დონის შესრულებისთვის ნაღდად არ მიუღწევიათ რასაც იგივე პინკ ფლოიდმა,ან ლედ ზეპელინმა მიაღწია ))


აუ ნუ ადარებთ რა ერთმანეთს უაზრობაა, ბითლზი ან გიყვარს ან არა, როგორ უნდა შეადარო ეგ და პინკ ფლოიდი ან ზეპელინები ერთმანეთს belay
led zeppelini, black sabbati, nirvana, kiss, the ramones, the doors, guns'n roses, deep purpli, van haleni, rollingebi, aerosmith, nazareti, scorpions, ac/dc ,...... ეხლა ახალი: green day, red hot chilli peppers, mettalica, linkin park, HIM, slypknot, kings of leon(ჯერარდის საყვარელი როკ ჯგუფი), kamelot, bvb, bad religin, the exploited.......

როგორია????????????
ვახ ვაახ, აკ რა მელომანები ყოფილხარტ არ ვიცოდიი:D:D
Цитата: PRINCE
როკ მუსიკის პიონერები იყვნენ, მუსიკაში პირველებმა შეიტანეს როკის შტრიხები ამიტომ დასაფასებელი და პატივსაცემი ჯგუფია. მაგრამ მე უფრო მძიმე მუსიკას ვანიჭებ უპირატესობას, რატომღაც არასდროს არ მიჩნდება სურვილი ბიტლზებს ვუსმინო, მოსაწყენია ჩემთვის. ლივერპულში ჩამოყალიბებულ ბენდებს რაც შეეხება არის ასეთი უძლიერესი ჯგუფი ANATHEMA, ვინც არ იცით გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ.

ANATHEMA ბევრმა არიცის საღოლ ძმაო:)) მაგრად მევასება ;**
არც ბითლზი და არც პინკ ფლოიდი არ მომწონს.
მინდა ავგნიშნო რო მსგავსი ტიპის სიახლეები,სიდიდის და შინაარსის მიხედვით,სხვა საიტებზე იშვიატად იდება.სასიამოვნოა,რომ ამ ტიპის სიახლეები ამ საიტზე ხშირია, რაც სასიამოვნოა
რა კურტ კობეინი, ლენონი სულ სხვა რამეზე მღეროდა კობეინი სულ სხვა რამეზე, ეგ შენი საქმეა, შენ რომელი გწამს, თუმცა ლენონი რაზეც მღეროდა და რასაც ამბობდა იმასთან ვერავინ მოვა, აქ მუსიკაზე არ მაქვს საუბაი კონკრეტულად მუსიკის ტექსტები
აუფ აქ რა დებატები წასულა wink
წინა შემდეგი

შემოგვიერთდით FB - ზე

შემდეგი მატჩი

პრემიერლიგის ცხრილი

პრემიერლიგის ცხრილი

რომელი ახალწვეული მოგწონთ ყველაზე მეტად

 

ჩატი

File engine/modules/iChat/show.php not found.